ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტის ნოდარ შანთაძე 2023წლის 20 დეკემბრის 24529/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1.შეიქმნას სტუდენტ ნოდარ შანთაძის შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი“ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი - პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
- გიორგი გოგსაძე - პროფესორი;
- ლუიზა აბაზაძე - მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი;
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.